12 -13 ოქტომბერს, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში”, ეკოკლუბისა და ევროკლუბის მონაწილეებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე: ნარჩენების ეფექტური მართვა და სეპარირება.
შეხვედრებს უძღვებოდა ტრენერი – ინგა შავაძე.
✅ მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები, საქართველოში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები და გამოწვევები, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, რეციკლირება და ნარჩენების არაეფექტური მართვით გამოწვეული ზიანი.
🔵 გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოება რთული გამოწვევის წინაშე დგას და საჭიროა ეფექტური გზების პოვნა ნარჩენების შემცირებისა და მათი ეფექტური მართვისთვის.
🔍 ტრენინგის მონაწილეები, ქ. ბათუმის 10 სხვადასხვა საჯარო სკოლაში, ნარჩენების ეფექტურ მართვასთან დაკავშირებით თანატოლთა ტრენინგებს ჩაატარებენ.
ფოტო-მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ
👉 პროექტი “ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში” მიმდინარეობს USAID WMTR II Program-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის მხარდაჭერით.