დისკუსია: ნეიტრალიტეტი და მისი არსი

28 ოქტომბერს, სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა დისკუსია თემაზე: რა არის ნეიტრალიტეტი. დისკუსიაზე მომხსენებლად მოწვეული იყო: კორნელი კაკაჩია – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი.

„ნეიტრალიტეტი“, ან „სამხედრო მიუმხრომლობა“ ხშირად აქტიურდება, როცა კონკრეტული პოლიტიკური ძალები ცდილობენ ამომრჩევლის მიმხრობას. პოლიტიკოსები ხშირად ცდილობენ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და არასწორი შეხედულების დამკვიდრებას „ნეიტრალიტეტზე“. რას მოიაზრებს რეალურად „ნეიტრალიტეტი“ და რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას მან საქართველოს? როგორია სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიცია, ნეიტრალიტეტის სახეები – ამ თემაზე გაიმართა დისკუსია.

შეხვედრის სრული ვიდეო-ჩანაწერი შეგიძლიათ  იხილოთ “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” youtube-ს არხზე.

ბეჭდური ვერსია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე batumelebi.netgazeti.ge/

ფოტო-მასალას  იხილავთ  აქ

დისკუსიათა ციკლი იმართება „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED] დაფინანსებით.