🔹 შუახევის მუნიციპალიტეტში დასრულდა ტრენინგების ციკლი.
🌀 12 ნოემბერს, შეხვედრის მეოთხე დღეს, მოხალისეობრივი საქმიანობისა და საინფორმაციო კამპანიის დაგეგმასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ, მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშოები შეასრულეს.
🔹 პროექტის შემდეგ ეტაპზე, მუნიციპალური ახალგაზრდული ცენტრის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაგეგმონ და განახორციელონ საჯარო აქციები.
აქციების მიზანია გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვისა და სეპარირების კუთხით ცნობიერების ამაღლება.
🔵 პროექტი “ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში” მიმდინარეობს USAID WMTR II Program-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის მხარდაჭერით.