ტრენინგი ხულოს ახალგაზრდობის ცენტრში

posted in: სიახლე | 0

ხულოს მუნიციპალიტეტში დასრულდა ტრენინგების ციკლი. 13-14 ნოემბერს, ხულოს ახალგაზრდობის ცენტრის წევრებსაც მივაწოდოეთ ინფორმაცია სამოქალაქო აქტივიზმისა და საინფორმაციო კამპანიის დაგეგმასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ტრენინგის პირველი დღე მოიცავდა, მოხალისეობრივი საქმიანობისა და საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვის საკითხებს. მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები, დისკუსიის რეჟიმში ისაუბრეს მათ ირგვლივ არსებულ პრობლემებზე. შეხვედრა მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მონაწილეებმა ასევე დაგეგმეს საინფორმაციო კამპანია.

ტრენინგის მეორე დღე დაეთმო სამოქალაქო აქტივიზმსა და ქვეყნის მნიშვნელოვან სამოქალაქო მოძრაობებს.

პროექტის შემდეგ ეტაპზე, მუნიციპალური ახალგაზრდული ცენტრის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაგეგმონ და განახორციელონ საჯარო აქციები. აქციების მიზანია გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვისა და სეპარირების კუთხით ცნობიერების ამაღლება.

პროექტი “ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში” მიმდინარეობს USAID WMTR II Program-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის მხარდაჭერით.