ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის თემაზე დისკუსიათა ციკლის ფარგლებში “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” გუნდი ქედის მუნიციპალიტეტს ეწვია.
სოფელ წონიარისისა და მერისის საჯარო სკოლის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში.
შეხვედრები 28 ნოემბერსა და 4 დეკემბერს გაიმართა.
შეხვედრები მოიცავს ყალბ ინფორმაციის სახეების შესახებ ინფორმირებას, რეალური მაგალითების განხილვას, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის საშუალებებზე საუბარს.
დამატებითი ფოტო-მასალა იხილეთ ქვევით მითითებულ ბმულებზე:
დისკუსიათა ციკლი იმართება პროექტის – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში, ამერიკული ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.