დისკუსია ყალბი ინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა №14

19 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შესახებ ვესაუბრეთ. შეხვედრა დისკუსიის ფორმატით წარიმართა და მას სკოლის მოსწავლეები და პედაგოგი ესწრებოდა.

როგორც დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, ისინი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები არიან და ხშირად ხვდებიან ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, სწორედ ამიტომ,  შეხვედრაზე ვისაუბრეთ სანდო წყაროებზე, რომელთა დახმარებითაც შეძლებენ ინფორმაციის გადამოწმებას.

შეხვედრის  დამატებითი ფოტო-მასალა იხილეთ მითითებული ბმულზე 

პროექტი „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ხორციელდება ამერიკული ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.