სამოქალაქო ჟურნალისტიკა სტუდენტებისთვის

posted in: სიახლე | 0

გაზეთი ” ბათუმელები“ ბათუმში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებს სთავაზობს ახალ პროექტში ჩართვას. ეს პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის უფასოდ სწავლებას. ფოტოშოპი, ინტერნეტი, ტვიტერი, ბლოგების შექმნა – ეს ის ინსტრუმენტებია, რომელთა გამოყენებას სტუდენტები ამ პროექტის ფარგლებში ისწავლიან.პროექტის მიზანი, რეგიონში სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარებაა.
აი, რას ნიშნავს სამოქალაქო ჟურნალისტიკა
ახალი ამბების, ფაქტების, ინფორმაციის გავრცელებაა, ოღონდ არა პროფესიონალი ჟურნალისტების, არამედ ნებისმიერი პროფესიის მოქალაქეების მიერ.
ვის შეუძლია გახდეს მოქალაქე ჟურნალისტი?
ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს მობილური ტელეფონი, ან ინტერნეტი და კომპიუტერი.
როგორ შეიძლება გახდე მოქალაქე ჟურნალისტი?
დღეს ჩემი სახლის წინ გადათხრილ ორმოში მანქანა ჩავარდა“, „იმდენი იწვიმა, რომ მთელი სარდაფი დაიტბორა“, „ჩემი მეზობელი დააპატიმრეს“ – თუკი ასეთი, ან მსგავსი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგიგზავნია რომელიმე შენი ახლობლისთვის, ან ფიქრობ, რომ გაუგზავნი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ თითქმის მოქალაქე ჟურნალისტი ხარ. ხოლო თუ გადაწყვეტ, რომ ასეთი ინფორმაციები არა მხოლოდ შენს ახლობლებს გაუზიარო, არამედ ყველას თითქმის კი არა, ნამდვილი მოქალაქე ჟურნალისტი გახდები.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობა ექნებათ ყოველ კვირას 14:00 საათზე „გაზეთ ბათუმელების“ რედაქციაში.
რეგისტრაციის გასავლელად დარეკეთ ან სმს შეტყობინება გამოაგზავნეთ ნომერზე 592 59 24 24 .