ღირსება და სამართლიანობა ყოველი ჩვენგანისათვის!

ღირსება და სამართლიანობა ყოველი ჩვენგანისათვის!
ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია _ დეა მიმდინარე წლის 30 ნოემბერს 11 საათზე პროექტის `შესაძლებლობათა შეზღუდვის მქონე (შშმ ) პირთა უფლებები და ადვოკატირება“ ფარგლებში. აწყობს შშმ პირთა, მათი ოჯახის წევრებისა და სხვა დაინტერესებული პირების საინფორმაციო – სადისკუსიო შეხვედრასღირსება და სამართლიანობა ყოველი ჩვენგანისათვის!
ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია _ დეა მიმდინარე წლის 30 ნოემბერს 11 საათზე პროექტის `შესაძლებლობათა შეზღუდვის მქონე (შშმ ) პირთა უფლებები და ადვოკატირება“ ფარგლებში. აწყობს შშმ პირთა, მათი ოჯახის წევრებისა და სხვა დაინტერესებული პირების საინფორმაციო – სადისკუსიო შეხვედრას
შეხვედრაზე მოწვეული არიან ბათუმის სახელისუფლებო სტრუქტურების, განათლების, ჯანდაცვის დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანია ქვეყანაში შშმ პირთა სოციალურ – უფლებრივი მდგომარეობის აქტუალური საკითხების ერთობლივი განხილვა, მონაწილეთა ინფორმირება პროექტის ფარგლებში შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის სახელმწიფო კონცეფციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მიმდინარე მონიტორინგის შუალედური შედეგების შესახებ და მათი მხარდაჭერის მოპოვება გაეროს შშმ პირთა კონვენციის რატიფიკაციის დაჩქარებაზე მიმართულ ადვოკატირების პროცესში.

პროექტი ხორციელდება 2010 წლის დეკემბრიდან ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, Pპროექტის განხორციელებაში ასოციაცია დეას პარტნიორები არიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, და არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამ”, ასოცირებული წევრები – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სახალხო დამცველის აპარატი, კოალიცია ,,დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის’’.
მოგიწოდებთ აქტიური ჩართულობისკენ
ღირსება და სამართლიანობა ყოველი ჩვენგანისათვის