25 მაისს 11:00 საათზე პირველი საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში „ ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრმა“, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს შორის ჩაატარა დარტსის ტურნირი, რომელსაც ორგანიზება გაუწია ასოციაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ სპორტული მაღაზია PUMA-ს ფინანსური მხარდაჭერით.
შეჯიბრება გაიმართა ოთხ ასაკობრივ ჯგუფში. მონაწილეობა მიიღეს 14-დან 18-წლამდე ასაკის მოსწავლეებმა.
ტურნირის დრო : 11:00-16:00
მისამართი: ბათუმი. დ.თავდადებულის ქ. #47
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
თინათინ მირცხულავა – 592 89 00 80
აქტივობა დაიგეგმა და ხორციელდება – პროექტის ფარგლებში „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
ტურნირის მხარდამჭერებია:
პრესკაფე, გაზეთი ბათუმელები, ევროპული ცენტრი, სი-ეს-აი.