„საქართველოს დამოუკიდებლობის ფოტო ისტორიული ასპექტები“ .

posted in: სიახლე | 0
ა(ა)იპ პრესკაფემ  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 2013 წლის 25 მაისს, პრესკაფეში გამართა დისკუსია  –   „საქართველოს დამოუკიდებლობის ფოტო ისტორიული ასპექტები“ .
დისკუსიაზე მომხსენებლის სტატუსით მოწვეული  იყო:
ოთარ  გოგოლიშვილი – ისტორიის მეცნიერების დოქტორი,  პროფესორი;
ზაზა ჩავლეიშვილი – რესპუბლიკური პარტიის, ეროვნული მოძრაობის წევრი
დისკუსიის მოდერატორი იყო ვახტან ღლონტი –   მწერალი.
სადისკუსიო დრო : 14:00-16:00
მისამართი: ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი ½
ფოტო გამოფენა
26 მაისს გმირთა სკვერის ტერიტორიაზე (ყოფილი თავისუფლების მოედანი)
გაიმართა ქალაქ ბათუმის საპატიო მოქალაქის გიზო ჩიგოგიძის პერსონალური ფოტო გამოფენა
ფოტო გამოფენის დრო:  12.00-17.00
დისკუსია და ფოტოგამოფენა მოეწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა  და სპორტის სამინისტროს დაფინანსებული პროექტის „საქართველოს დამოუკიდებლობის  ფოტო ისტორიის“ ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ასლან ჭანიძე – 593 39 71 55