1დეკემბერი-შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის” მონაწილეების მიერ ევროპის (ერას) მოედანზე გაიმართა საჯარო აქცია, რომლის დროსაც წარმოდგენილი იყო ფლეშ-მობი, პანტომიმა და სკოლის მოსწავლეების მიერ შიდსის თემატიკაზე მომზადებული ნახატების გამოფენა, დამსწრე საზოგადოებას დაურიგდა საინფორმაციო ბუკლეტები და ფლაერები, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აგრეთვე სასკოლო სამოქალაქო კლუბებისა და ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრის მონაწილეები, მიზანი საზოგადოების ინფორმირება იყო.

2012 წლის ნოემბრში ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე, საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტის ფარგლებში – “ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“, – ჩამოყალიბდა „ბათუმის ახლაგაზრდული ცენტრი“, რომლის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტიურობის გაზრდა (პროექტი ფინანსური მხარდაჭერი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო – USAID).