საგაზეთო ჩანართი-"ეკომიგრანტი 2006"

ყოველკვირეული საგაზეთო ჩანართი – „ეკომიგრანტი“,  „აჭარის ეკომიგრანტების მდრადი განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მომზადდა.

სულ მომზადდა 75 ჩანართი, რომელშიც პერიოდულად ქვეყნდებოდა აჭარაში მიმდინარე ეკოლოგიურ თუ ეკომიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებული საკითხები, ექსპერტთა შეფასებები და შესაბამისი დასკვნები. ასევე პროექტის ფარგლებში ჩატარებული ეკომიგრანტი ოჯახების სოციოლოგიური კვლევის ანგარიშები.

ჩანართის საშუალებით მოხდა საზოგადოების ინფორმირება რეგიონის მთელს ტერიტორიაზე არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე, ქვეყნის ხელისუფლებისთვის კი შესაბამისი  რეკომენდაციების შეთავაზება აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად.

ჩანართი „ეკომიგრანტი“ ერთგვარ საინფორმაციო ბანკს წარმოადგენს მათთვის, ვინც აჭარის რეგიონში მიმდინარე ეკოლოგიურ თუ ეკომიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებული საკითხებითაა დაინტერესებული.

საგაზეთო ჩანართი-2006 წელი