პრესკაფემ წიგნების გამოფენა-გაყიდვა ახალ მისამართზე განაახლა

posted in: სიახლე | 0

25 დეკემბრიდან პრესკაფეს ერთ-ერთი სერვისი, წიგნების გამოფენა-გაყიდვა ახალ მისამართზეა წარმოდგენილი. სტომატოლოგიური კლინიკა „ინდიგოს“ პირველ სართულზე, გორგილაძის ქუჩაზე, 29 ნომერში შეგიძლიათ მიბრძანდეთ და წიგნები შეიძინოთ.

პრესრელიზი-ადვოკატირების კამპანიის დასკვნითი ეტაპი

posted in: სიახლე | 0

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე არსებული „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ 25 ივნისს „ადვოკატირება საგზაო უსაფრთხოებისათვის“ კამპანიის ფარგლებში დასკვნითი ეტაპი ჩაატარა.

1 ივნისი-იტალიური საღამო პრესკაფეში

posted in: სიახლე | 0

1 ივნისს 19.30 საათზე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ინიციატივით, იტალიის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რომელიც აღინიშნება 2 ივნისს, პრესკაფეში „იტალიური საღამო“ მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისე მოსწავლეებმა იტალიურ ენაზე წარადგინეს  პრეზენტაციები  იტალიისა და მისი ქალაქების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა … Continued

წიგნების გამოფენა-გაყიდვა ბათუმის იუსტიციის სახლში

posted in: სიახლე | 0

პრესკაფე და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ბათუმის იუსტიციის სახლში (11:00-19:00 საათამდე) გამართავს წიგნების გამოფენა-გაყიდვას.

წიგნების ბაზრობა ევროპის მოედანზე

posted in: სიახლე | 0

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმის მერიის მიერ ორგანიზებული კულტურული ღონისძიების ფარგლებში, პრესკაფე და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ევროპის მოედანზე (11.00-19.00 საათამდე) გამართავს წიგნების გამოფენა-გაყიდვას.

წიგნების ბაზრობა გრძელდება

posted in: სიახლე | 0

25-26 იანვარს 11:00-დან 19:00 საათამდე პრესკაფეში გაიმართება ხუთი გამომცემლის: ქარჩხაძის, ლოგოს პრესის, დიოგენეს, სულაკაურის და პალიტრის საბავშვო, შემეცნებითი და მხატრული ლიტერატურის გამოფენა/ გაყიდვა 20%-50% ფასდაკლებით.

წიგნების გამოფენა- გაყიდვა

posted in: სიახლე | 0

„პრესკაფე“ და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით 25 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით აწყობს წიგნების გამოფენა- გაყიდვას. გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება 25 დეკემბერს 12:00 საათზე, ქალაქ ბათუმში – ევროპის (ერას) მოედანზე (მედეას ქანდაკების მიმდებარე ტერიტორია)

კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

posted in: სიახლე | 0

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტოროს მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტის „ეს ჩემი უფლებაა“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისათვის აცხადებს კონკურსებს.