სტიქიის შედეგად აჭარაში დაზარალებული ოჯახების სია

„აჭარის ეკომიგრანტების მდგრადი განვითარების პროგრამის“ ფარგლებში თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2007 წელს I კატეგორიის დაზარალებულ ოჯახთა ერთობლივი მონიტორინგი განახორციელეს. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ადგილზე გადამოწმდა 150-მდე ოჯახი, შედგა დაზარალებულებთან გასაუბრება, ნასახლარების, დაზიანებული საკარმიდამო ნაკვეთებისა და სახლების ფოტოგადაღება. ამ პროცესში ჩართული იყვნენ შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამგეობებიც. დაზარალებულთა სია სამინისტრომ ცალკე ბროშურადაც გამოსცა. პროექტის დასრულების დროს, ანუ 2008 წლის გაზაფხულზე, აჭარაში სტიქიის შედეგად დაზარალებული 4535 ოჯახი იყო რეგისტრირებული. ამათგან 115 ოჯახი ღია ცის ქვეშ იყო დარჩენილი, ხოლო 691 ოჯახის საცხოვრებელი სახლი იმდენად იყო დაზიანებული, რომ შიგ აღარ იცხოვრებოდა.