TV ბათუმის პორტის ისტორია

ბათუმის პორტი 49 წლით გასხვისდა.  კონკურსი ნავსადგურის მართვის უფლების მიზნით გამოცხადდა თებერვალში და 12  მაისს დასრულდა. კონკურსში მონაწილე კომპანია ”გრიმიოლ გროუპი”  ბათუმის პორტს 92 მილიონ დოლარად 100%-იანი წილით  დაეპატრონა. ფირმა გრიმიოლ გროუპი  ბათუმის ნავთობ ტერმინალის მფლობელიცაა ,რომლის დირექტორთა საბჭოს თვმჯდომარე დანიელი ბიზნესმენი ნილსენია.

2009 წელში ნავსადგურს უნდა დაედო ახალი ხელშკრულება. ნავთობ ტერმინალთან, ნილსენის კომპანიასთან. ეხლა ნილსენმა იყიდა უფლება, რომ 2009 წელს თვითონ გაუფორმებს  ხელშეკრულებას  მის კომპანიას,  აღნიშნა ბათუმის პორტის პროფკავშირის ხელმძღვანელმა თენგიზ სურმანიძემ . მას შესაძლოა მოუწიოს 1350 დასაქმებული ადამიანის უფლებების  დაცვა. აქედან 400-მდე დოკერია. მათმა ნაწილმა  პორტის იჯარით გაცემამდე ერთი თვით ადრე უხმაურო აქცია გამართა  ხელშეკრულების გაგრძელების და ხელფასის გაზრდის მიზნით.

ბათუმის პორტის  ისტორია მეორდება. მსგავსი მოთხოვნები პორტის თანამშომლებს მფლობელებთან ყოველთვის ჰქონდათ.  ძველად ბათუმი მხოლოდ სანავსადგურო პუნქტი იყო. ჯერ რომაელებს და შემდეგ ბიზანტიელებს ამ გზით ნედლეული გაჰქონდათ.

1878 წელს სანსტეფანოში დადებული ზავით რუსეთმა თურქეთისაგან ბათუმი მიიღო. მაშინ ინგლისელმა დიპლომატებმა ბათუმის თავისუფალ ნავსადგურად  პორტო ფრანკოთ გადაქცევა მოინდომა. ბათუმში პროტო ფრანკოს რეჟიმმა 8 წელი იარსება. მსოფლიოში პირველად მხოლოდ ბათუმის ნავსადგურიდან მოხდა ნავთობის ტრანსპორირება. საზღვაო  სავაჭრო ნავსადგური უნიკალურია გეოსტრატეგიული და ბუნებრივი უპირატესობით.