სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა აჭარაში

პროექტის ზოგადი მიზანია აჭარის ა.რ.-ში სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლების ხარისხის გაზრდისათვის ხელშეწყობა, რეგიონში მოქმედი ჟურნალისტებისათვის სამართლებრივი უზრუნველყოფის სერვისი შეიქმნა, მათი უფლებების დაცვა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; ჟურნალისტების კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარჩვევების ამაღლება; ჟურნალისტების საინფორმაციო და საგანმანათლებლო ლიტერატურით უზრუნველყოფა; ჟურნალისტებისათვის უფასო ინგლისური ენის სწავლების კურსი; თავისუფალი სადისკუსიო ფორმატის შექმნით გამოხატვის თავისუფლების ხარისხის გაზრდა.
დასაული მიზნების მისაღწევად დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:

სამართლებრივი უზრუნველყოფა
ღონისძიების ამ კომპონენტში ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი’’ შექმნის ექსპერტთა ჯგუფს სამართლებრივ სფეროში, რომლებიც აჭარაში მოქმედ თავისუფალი მედიის გამოცემებსა და ტელე–რადიო მაუწყებლებს საშუალებას მისცემს საჯარო ინფორმაციის მოპოვებისას უფასო იურიდიული და საადვოკატო მომსახურება გაუწიონ.

პროექტის ფარგლებში ანაზღაურდება სასამართლო ბაჟის ხარჯებიც. აგრეთვე იქნება პერმანენტული სწავლების კურსი.

კონკრეტულად გამნხორციელდება შემდეგი აქტივობები:

  • ტრეინინგები
  • საინფორმაციო ბანკის შექმნა
  • კონსულტაციები
  • საჩივრები
  • სასამართლო დავები

მედია სკოლა:
შეიქმნება ,,მედია სკოლა’’ სადაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები გაივლიან 6 თვიან სწავლების კურსს. პროექტის ფარგლებში 2 ჯგუფის გამოშვება მოხდება. ერთ ჯგუფში 14 სტუდენტი მიიღება. სულ პროექტის ფარგლებში 28 სტუდენტისის მომზადებაა დაგეგმილი. კურსის ხანგრძლივობა იქნება 5 თვე. კვირაში სამი დღე, დღეში ხუთსაათიანი შეხვედრა, რომელიც მოიცავს 60 სასწავლო დღეს. კურსის შესწავლისთვის გამოყენებული იქნება ქართულ ენაზე თარგმნილი უახლესი და თანამედროვე ლიტერატურა.

კურსის განმავლობაში სტუდენტი მიიღებს თანამედროვე თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შემდეგ საგნებში:

  • პრაქტიკული კურსი:
  • ფოტოჟურნალისტიკა
  • რადიოჟურნალისტიკა
  • ტელეჟურნალისტიკა
  • ბლოგის შექმნა და ამუშავება
  • ჟურნალისტური ოსტატობა
  • თეორიული კურსი:
  • ჟურნალისტური ეთიკა
  • საგამოძიებო ჟურნალისტიკა
  • კონფლიქტების გაშუქებაკურსის განმავლობაში მოსწავლეები შექმნიან შემდეგ პროდუქციას:
  • სტუდენტური გაზეთი – 3 ნომერი.
  • სტუდენტური ტელეგადაცემა – 3 გადაცემა;
  • სტუდენტური რადიოგადაცემა – 3 გადაცემა;
  • მედია სკოლის ბლოგი – 1 გვერდი;
  • ფოტო გამოფენა – 1 გამოფენა;მედია – ბიბლიოთეკა
    აქტივობის ფარლებში შეიქმნება ,,მედია ბიბლიოთეკის’’.
    ბიბლიოთეკა შეივსება ქართულ, ინგლისურ, თურქულ, რუსულ და ფრანგულ ენაზე გამოცემული ჟურნალისტიკის სპეციალობებისათვის საჭირო სასწავლო და სამეცნიერო წიგნებითა და დამხმარე ლიტერატურით.

    სადისკუსიო კლუბი
    ეს იქნება ადგილი სადაც სხვადასხვა ასაკის, ეროვნების, პროფესიის და აღმსარებლობის ხალხი დიალოგისთვის მოიყრის თავს.

    კლუბი იმუშვებს ყოველდღე, დღეში 19 საათს (08:00-03:00). კლუბს ექნება კაფეს სახე. კლუბის ნებისმიერ წევრს საშუალება ექნება დაისვენოს, ისაუბროს სხვადასხვა საინტერესო ადამიანთან, ან დაგეგმოს ოფიციალური შეხვედრები, დისკუსიები, პრეს-კონფერენციები და წვეულებები.
    ინგლისური ენის კურსები.

    პროექტის ფარგლებში 26 ჟურნალისტი ისწავლის ინგლისურ ენას. პროექტში 2 ჯგუფის გამოშვება მოხდება. ერთი კურსის ხანგრძლივობაა იქნება 10 თვე. კვირაში სამჯერ, დღეში ორსაათიანი სამუშაო შეხვედრა.

    პროექტის დასარული: 30.03.2010
    დონორი: ევროკავშირი
    ბიუჯეტი: 98200 ევრო