“კულტურული მემკვიდრეობა“

პროექტის მიზანია:
• კულტურული მემკვიდრეობის პოლულარიზაცია და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ამ სფეროში;
• კულტურულ და ისტორიულ ძეგლებზე არსებული ფოტო და დოკუმენტური მასალის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
• საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კულტურული მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით;
• საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერება და ხელშეწყობა ამ სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებებზე;
• საზოგადოების გააქტიურება მემკვიდრეობის დაცვის პროცესში.

დასახული იზნების განსახორციელებლად დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:

აქტივობა I
“გაზეთ ბათუმელებში“ ყოველკვირეულად ერთ გვერდზე (A3 ფორმატი, შავ-თეთრი) აჭარაში არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების შესახებ სტატიის მომზადება; დაბეჭდვა და გავრცელება.

სტატიების სავარაუდო სტრუქტურა:
• ძეგლი. მისი მონაცემები, მდებარეობა;
• ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობა;
• ამჟამინდელი მდგომარეობა;
• საინტერესო ისტორია (ამბავი ამ ძეგლთან დაკავშირებით)
• ფოტომასალა (არქივი, ამჟამინდელი ფოტო);
• სამართლებრივი სტატუსი.

აქტივობა II
აჭარის გარეთ მცხოვრებთა, პოტენციური ტურისტების და დაინტერესებული პირების ინფორმირებისთვის აჭარის ძეგლების შესახებ ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნება სპეციალური ბლოგი ინტერნეტში.

ბლოგზე განთავსდება ყველა ის ინფორმაცია, დოკუმენტური და ფოტომასალა, რომელიც მოპოვებული იქნება პროექტის ფარგლებში. ბაზაში აიტვირთება ასევე “გაზეთ ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიები და დაკაბადონებული გვერდებიც.

აქტივობა III
კონკურსი მოსახლეობისთვის ძეგლების ძველი ფოტომასალების შესაგროვებლად.
შემუშავებული იქნება კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც დაჯილდოვდება ამა თუ იმ ფოტოს წარმომდგენი (სიძველე, უნიკალურობა ფოტოს და ა.შ)

აქტივობა IV
პროექტის ფარგლებში შეგროვილი ფოტომასალის გამოფენა ბათუმში.

დონორი კერძო სექტორი
ბიუჯეტი: 46 910 ლარი