“ინფორმირებული ამომრჩეველი“

2007 -2008 წწ.
პროექტი მიზნად ისახავდა: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები ამომრჩევლების ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლებას; საპრეზიდენტო კანდიდატებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას; სტუდენტ ახალგაზრდობის დაინტერესებასა და გააქტიურებას არჩევნებისადმი; დარღვევებზე დროულ რეაგირებას.

– გამოიცა და გავრცელდა გაზეთი – “არჩევნები 2008“, 107 000 ტირაჟით;
– მომზადდა და გავრცელდა ჩანართი – “ინფორმირებული ამომრჩეველი“ (სულ 18 გამოცემა);
– გამოვლენილ იქნენ კონკურსების: “ინფორმირებული ახალგაზრდობა“ და “ახალგაზრდა ამომრჩეველი“ – გამარჯვებულები.
– სტუდენტ ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარდა ტრენინგები;
– ქ. ბათუმში გაიმართა იმიტირებული არჩევნები;
– მომზადდა სარეკლამო რგოლი – “მოდი არჩევნებზე“;
– ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი.

დონორი: IFES; USAID
ბიუჯეტი : 48 882 US