აჭარის ეკომიგრანტთა მდგრადი განვითარების პროგრამა

2006 – 2008 წწ.
18-თვიანი პროექტი მიზნად ისახავდა აჭარის რეგიონის ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მათ მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლისა და ეფექტური სახელმწიფო პროგრამების დანერგვის გზით:
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:
ეკოლოგიურ სიტუაციაზე და მომავალ საფრთხეებზე კვლევებისა და ინფორმაციის აკუმულირება;
ეკომიგრანტთა ცხოვრების პირობების შესწავლა აჭარასა და საქართველოს სხვა რეგიონებში;
მონიტორინგი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდზე;
58 საგაზეთო ჩანართის – „ეკომიგრანტი” მომზადება და მისი გავრცელება აჭარაში;
– კონკურსი თემაზე – “სახელმწიფო სესხების პროგრამა ეკომიგრანტებისთვის”;
– ეკომიგრანტთა სტატუსის განსაზღვრაზე საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივის მომზადება.
დონორი: ევროკავშირი.

პროექტის თანადამფინანსებლები: შპს “ანაგი“, შპს “თალიონი“, შპს “პოლიგრაფსერვისი“, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, შ. პ. ს “ბაკური“.
ბიუჯეტი: 71 376 EUR