“საუბარი ქათულ მედიაზე“

დეკემბერი, 2005წ. კონფერენცია ქართული მედიის პრობლემებზე.
კონფერენცია მიზნად ისახავდა ქართული მედიის ანალიზს დიალოგის გზით. მასში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები მთელი საქართველოდან, ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები:
მედია – მანიპულაციის სუბიექტი და ობიექტი (გიორგი გვახარია);
სარედაქციო დამოუკიდებლობა და ინფორმაციის თავისუფლება (ია ანთაძე);
მედიამფლობელები და სარედაქციო დამოუკიდებლობა (პაატა ვეშაპიძე);
მედიის ფუნქცია რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ (დავით კიკალიშვილი);
საზოგადოებრივი ტელევიზია (ბადრი კოპლატაძე);
კორუფცია მედიაში (ზვიად ქორიძე);
პროფესიონალიზმის პრობლემა ქართულ მედიაში და პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობები საქართველოში (დავით პაიჭაძე).
ამ კონფერენციისადმი დიდი ინტერესის გამო “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“კონრად ადენაუერის ფონდთან ერთად გამოსცა კონფერენციის მასალები და წიგნი: “საუბრები ქართულ მედიაზე“.

დონორი: კონრად ადენაუერის ფონდი
ბიუჯეტი: 13,000 EUR