“საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“

(პარტნიორი ორგანიზაცია)
ნოემბერი, 2005 წ. ტრენინგი ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ ერთად ორგანიზება გაუკეთა ტრენინგს საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით. დასავლეთ საქართველოს ჟურნალისტები გაეცნენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. ჟურნალისტებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთ რეგიონებში არსებული პრაქტიკა ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით.

დონორი: ეუთოს მისია საქართველოში
ბიუჯეტი: 2 000 EUR