შეხვედრა პრეს-კაფეში კლიმატის ცვლილებებისა და ბუნებრივი კატასტროფების თემაზე

24 იანვარს 12 საათზე პრეს-კაფეში გაიმართა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის: “კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების” პრეზენტაცია.24 იანვარს 12 საათზე , პრეს-კაფეში გაიმართა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის: “კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების” პრეზენტაცია. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) რეგიონალური წარმომადგენელი აჭარის სამთავრობო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აღნიშნული პროექტის პრიორიტეტულ მიმართულებებს და 2012 წლის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობების გეგმა გააცნო. განიხილა სამთავრობო დაწესებულებებთან და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთთანამშრომლის ძირითადი მექანიზმები და ფორმები. შეხვედრაზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კავშირმა ,,ბორჯღალო“ ეკომიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების რეკომენდაციათა პაკეტი წარადგინა. შეხვედრის მიწურულს კი დისკუსიის რეჟიმში, ექსპერტებთან ერთად კლიმატის ცვლილებების კონტექსტში, აჭარის რეგიონის აქტუალური ეკოლოგიური პრობლემები განიხილეს.