„აგვისტოს ომის გამოძახილი“

posted in: დისკუსია | 0

დისკუსია გაიმართა 2012 წლის 28 იანვარს პრესკაფის სადისკუსიო სივრცეში.
სადისკუსიო დრო : 12:00-14:00 ; მისამართი: ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 1.2„აგვისტოს ომის განაჩენი“
ქართული მედიისადმი საზოგადოების ნდობის საკითხებს მიეძღვნა დისკუსიების ციკლი – ,,მედია და საზოგადოება’’.
დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“ – ფარგლებში. პროექტის მიზანია, ვისაუბროთ აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მივცეთ საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩაერთონ ამ დისკუსიებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.
დისკუსიის თემა: „აგვისტოს ომის გამოძახილი“

დისკუსიაზე მოხსენება გააკეთა მამუკა ყუფარაძემ – სტუდია „რე“–ს თავმჯდომარემ, რომელმაც ისაუბრა „სამშვიდობო ჟურნალისტიკა ანუ როგორ გავაშუქოთ კონფლიქტები“. დისკუსიის დროს წარმოდგენილი იყო სტუდია „რე“-ს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „აგვისტოს ომის განაჩენი“, რეჟისორი მამუკა ყუფარაძე.
დისკუსიას მოდერაცია გაუწია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა- გიორგი მასალკინმა.
დისკუსია გადაიცემა ლაივ სტრიმით, მისამართზე: presscafe.ge. ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ჰქონდათ პირდაპირი ეთერის დროს დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სკაიპის presscafe.batumi და facebook: პრესკაფე მეშვეობით).
დისკუსიის არასრული ვერსია გამოქვეყნდა ,,გაზეთ ბათუმელებში’’.

დისკუსია გაიმართა 2012 წლის 28 იანვარს პრესკაფის სადისკუსიო სივრცეში.
სადისკუსიო დრო : 12:00-14:00 ; მისამართი: ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 1.2

პროექტის პარტნიორები: ,,ტელეარხი 25’’; ,,გაზეთი ბათუმელები’’, ,, ნეტგაზეთი’’

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ასლან ჭანიძე – 593 307155 ( თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე)
ქეთი ადეიშვილი -592 592424 ( პროექტის ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“, მედია კოორდინატორის ასისტენტი)
განაჩენი