კონკურსი გრანტის მოსაპოვებლად

posted in: სიახლე | 0

ევროპული ინსტრუმენტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის (EIDHR) მიკროპროექტები
კონკურსის ნომერი:EuropeAid/132-514/L/ACT/GEევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსს გრანტების მოსაპოვებლად “დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის” (EIDHღ) ფარგლებში. მცირე მოცულობის დაფინანსება გათვალისწინებულია იმ ღონისძიებებისათვის, რომლებიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების როლის განმტკიცებას შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობა, კანონის უზენაესობისა და მმართველობის დემოკრატიული ფორმების მხარდაჭერა საქართველოში.
კონკურსში მონაწილეებისათვის სრული სახელმძღვანელო მითითებები შეგიძლიათ იხილოთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინტერნეტ გვერდზე:
http://eeas.europa.eu/delegations/georgia და აგრეთვე, შემდეგ მისამართზე: https://webgate.ec.europa.eu/europeaid/online-services/index.cfm?do=publi.welcome
განაცხადების შემოტანის ბოლოო ვადაა 2012 წლის 06 აპრილი, 16 საათი თბილისის დროით.
განაცხადები მიიღება მისამართზე:
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში,
თბილისი 0102, ნინო ჩხეიძის ქ. #38
საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება:
2012 წლის 6 მარტს 14:00 საათზე
მისამართი: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
თბილისი 0102, ნინო ჩხეიძეს ქ. #38
2012 წლის 13 მარტს 17:00 საათზე
მისამართი: ბათუმი, მელაშვილის ქ. # 2, პრეს კაფე