დისკუსია-„ეს შენ გეხება“

posted in: დისკუსია | 0

დისკუსიის თემა: არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ერთობლივი პეტიცია, 2011 წლის დეკემბერში განხორციელებულ საკონონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
დისკუსიაზე მოხსენება გააკეთეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა. ქართული მედიისადმი საზოგადოების ნდობის საკითხებს მიეძღვნება დისკუსიების ციკლი – ,,მედია და საზოგადოება’’.
დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“ – ფარგლებში. პროექტის მიზანია, ვისაუბროთ აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მივცეთ საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩაერთონ ამ დისკუსიებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.

დისკუსიის თემა: არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ერთობლივი პეტიცია, 2011 წლის დეკემბერში განხორციელებულ საკონონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
დისკუსიაზე მოხსენება გააკეთეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
დისკუსია გადაიცა ლაივ სტრიმით, მისამართზე: presscafe.ge. ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ჰქონდა პირდაპირი ეთერის დროს დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სკაიპის presscafe.batumi და facebook: პრესკაფე მეშვეობით).
დისკუსიის არასრული ვერსია გამოქვეყნდა ,,გაზეთ ბათუმელებში’’.
დისკუსია გაიმართა 2012 წლის 29 თებერვალს პრესკაფის სადისკუსიო სივრცეში.
სადისკუსიო დრო : 14:00-16:00 ; მისამართი: ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 1.2
პროექტის პარტნიორები: ,,ტელეარხი 25’’; ,,გაზეთი ბათუმელები’’, ,, ნეტგაზეთი’’
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ასლან ჭანიძე – 593 307155 ( თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე)
თამარ პაპავაძე – 593 285408 (\”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს\” პროგრამის ოფიცერი)

„ეს შენ გეხება“