გადაცემა შეუზღუდავი სივრცე

posted in: მულტიმედია | 0

24 მარტს, 21:00 საათზე გავიდა ინტერნეტ გადაცემა „შეუზღუდავი სივრცე“.24 მარტს, 21:00 საათზე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ გაუშვა ინტერნეტ გადაცემა „შეუზღუდავი სივრცე“. რომელიც მომზადდა NED-ის (დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდი) დაფინანსებული პროექტის „ დემოკრატიული იდეების განვითარების“ ფარგლებში. რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სტიმულირება.

გადაცემის თემა იყო „განათლება“, რომელიც მთლიანად მომზადებულია სტუდენტების მიერ. ამ პროექტის ფარგლებში ეს იყო პირველი გადაცემა რომელიც გავიდა ონლაინ რეჟიმში საიტზე presscafe.ge და მაყურებლებს შესაძლებლობა ჰქონდა თავადაც მიიღოთ მონაწილეობა, გამოეხატა საკუთარი მოსაზრება და დაესვათ კითხვები.დაგვიკავშირდით facebook-ის გვერდზე: პრესკაფე და სადისკუსიო კლუბი ბათუმში ან skype-ს საშუალებით presscafe.batumi
გადაცემის დროს ვისაუბრეთ: განათლების ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და დასაქმებაზე.

გადაცემა წაიყვანეს: ქეთი ადეიშვილმა და დათო გოგიტიძემ.
გადაცემაზე მუშაობდნენ: მარიკა ზაქარაძე, ნინო ადეიშვილი, თამუნა თურმანიძე, ლუიზა ბალაძე და გიგლა ახალაია.

პროექტის პარტნიორები არიან: პრესკაფე, გაზეთი „ბათუმელები“ და ნეტგაზეთი.