პოლიტიკური შეხედულებები და დევნა

posted in: დისკუსია | 0

ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი’’ 2012 წლის 30 მარტს 12:00 საათზე პრესკაფეში გამართა დისკუსია – ადამიანის უფლებები საქართველოში.

დისკუსიის თემა იყო: პოლიტიკური შეხედულებები და დევნაასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი’’ 2012 წლის 30 მარტს პრესკაფეში გამართა დისკუსია – ადამიანის უფლებები საქართველოში.

დისკუსიის თემა იყო : პოლიტიკური შეხედულებები და დევნა

დისკუსიაზე მოხსენება გააკეთა სოზარ სუბარმა, რომელიც არის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ყოფილი სახალხო დამცველი.

დისკუსიას მოდერაცია გაუწია ასლან ჭანიძემ – თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარემ.

დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები, სხვადასხვა არასამთავრობო, სამთავრობო და სოციალური ჯგუფის წევრები.

დისკუსია გადაიცა ლაივ სტრიმით, მისამართზე: presscafe.ge. netgazeti.ge ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ჰქონდა პირდაპირი ეთერის დროს დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (სკაიპის მისამართი: presscafe.batumi )

დისკუსიის არასრული ვერსია გამოქვეყნდა ,,გაზეთ ბათუმელებში’’.

სადისკუსიო დრო : 12:00-14:00
მისამართი: ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 1/2

დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“ – ფარგლებში. პროექტის მიზანია, ვისაუბროთ აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მივცეთ საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩაერთონ ამ დისკუსიებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.

პროექტის პარტნიორები: ,,გაზეთი ბათუმელები’’ და ,, ნეტგაზეთი’’

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ასლან ჭანიძე – 593 307155 ( თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე)
ქეთი ადეიშვილი -592 592424 ( პროექტის ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“, მედია კოორდინატორის ასისტენტი)