საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებები

posted in: დისკუსია | 0

ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი’’ 2012 წლის 5 მაისს პრესკაფეში გამართა დისკუსია – „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებები.დისკუსიაზე მოხსენება გააკეთა სანდრო თვალჭრტელიძემ, საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსმა.
დისკუსიის დროს მომხესენებელმა გაანალიზა საქართველოს ამჟამინდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მისი განვითარების გზები.

დისკუსიას მოდერაცია გაუწია ასლან ჭანიძემ – თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარემ,

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა არასამთავრობო, სამთავრობო და სოციალური ჯგუფის წევრებმა.

დისკუსია გადაიცა ლაივ სტრიმით, მისამართზე: presscafe.ge. netgazeti.ge ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ჰქონდათ პირდაპირი ეთერის დროს დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (სკაიპის მისამართი: presscafe.batumi )

დისკუსიის არასრული ვერსია გამოქვეყნდა ,,გაზეთ ბათუმელებში’’.
დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“ – ფარგლებში. პროექტის მიზანია, ვისაუბროთ აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მივცეთ საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩაერთონ ამ დისკუსიებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.

პროექტის პარტნიორები: ,,გაზეთი ბათუმელები’’ და ,, ნეტგაზეთი’’