დისკუსია-შიშის სინდრომი

posted in: დისკუსია | 0

ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა’ 2012 წლის 12 მაისს 12:00 საათზე პრესკაფეში გამართა დისკუსია – შიშის სინდრომი. დისკუსიაზე მომხსენებლად მოწვეული იყო ლევან ბერძენიშვილი- ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, მოაზროვნე და პოლიტიკოსი. დისკუსიას მოდერაცია გაუწია ნანა კვაჭაძემ- გაზეთ „ბათუმელების“ მმართველმა რედაქტორმა.

პრესკაფეში ამავე დღეს გაიმართა ლევან ბერძენიშვილის წიგნის – ,,წმინდა წყვდადი’’, გაყიდვა. დისკუსიის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ავტოგრაფი მიეღოთ წიგნის ავტორისგან.

დისკუსია გადაიცა ლაივსტრიმით, მისამართზე: presscafe.ge. netgazeti.ge
ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ჰქონდრ პირდაპიrი ეთერის დროს დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (სკაიპის მისამართი: presscafe.batumi)

დისკუსიის არასრული ვერსია გამოქვეყნდა ,,გაზეთ ბათუმელებში’’.

დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“ – ფარგლებში. პროექტის მიზანია, ვისაუბროთ აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მივცეთ საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩაერთონ ამ დისკუსიებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.

პროექტის პარტნიორები: ,,გაზეთი ბათუმელები’’ და ,, ნეტგაზეთი’’