დისკუსია -კარდაკარით გადამოწმებული საარჩევნო სიები

posted in: დისკუსია | 0

ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა’’ 2012 წლის 19 მაისს 12:00 საათზე პრესკაფეში გამართა დისკუსია – კარდაკარით გადამოწმებული საარჩევნო სიები“

დისკუსიის დროს გაანალიზებული იქნა საქართველოს მასშტაბით მიმდინარე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების პროცესი

დისკუსიას მოდერაცია გაუწია ჯაბა ანანიძემ – ტელეკომპანია ტვ-25 ჟურნალისტმა.

დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ პროგრამა „კარდაკარის“ კოორდინატორები, რეგისტრატორები, სტუდენტები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, სხვადასხვა არასამთავრობო, სამთავრობო და სოციალური ჯგუფის წევრები.

დისკუსია გადაიცა ლაივ სტრიმით, მისამართზე: presscafe.ge. netgazeti.ge ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ჰქონდა პირდაპირი ეთერის დროს დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (სკაიპის მისამართი: presscafe.batumi )დისკუსიის არასრული ვერსია გამოქვეყნდა ,,გაზეთ ბათუმელებში’’.

დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“ – ფარგლებში. პროექტის მიზანია, ვისაუბროთ აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მივცეთ საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩაერთონ ამ დისკუსიებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.

პროექტის პარტნიორები: ,,გაზეთი ბათუმელები’’ და ,, ნეტგაზეთი’’