დისკუსია-საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანი და განვითარების პრიორიტეტები

posted in: დისკუსია | 0

ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი-მა’’ 2012 წლის 28 ივნისს 16:00 საათზე პრესკაფეში გამართა დისკუსია – „”საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანი და განვითარების პრიორიტეტები”.

დისკუსიაზე მოხსენება გააკეთა არჩილ გეგეშიძემ, პოლიტოლოგი, საქართველოს სტრატეგისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი მთავარი მკვლევარი.
დისკუსიის დროს მომხესენებელმა გააანალიზა გეოპოლიტიკური ვითარება, რომელმაც განაპირობა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური არჩევანი, ასევე დღეს არსებულ რეგიონულ კონტექსტს და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების პერპსექტივებს.

დისკუსიას მოდერაცია გაუწია ასლან ჭანიძემ – თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარემ.

დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები, პლოტიკური პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა არასამთავრობო, სამთავრობო და სოციალური ჯგუფის წევრები.

დისკუსია გადაიცა ლაივ სტრიმით, მისამართზე: presscafe.ge. netgazeti.ge ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ჰქონდა პირდაპირი ეთერის დროს დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (სკაიპის მისამართი: presscafe.batumi )

დისკუსიის არასრული ვერსია გამოქვეყნდა ,,გაზეთ ბათუმელებში’’.

დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“ – ფარგლებში. პროექტის მიზანია, ვისაუბროთ აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მივცეთ საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩაერთონ ამ დისკუსიებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.

პროექტის პარტნიორები: ,,გაზეთი ბათუმელები’’ და ,, ნეტგაზეთი’’.