საქართველო ირანის ურთიერთობა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ, დინამიკა და პერსპექტივები

posted in: დისკუსია | 0

ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა’’ 2012 წლის 30 ივნისს პრესკაფეში გამართა დისკუსია – „საქართველო ირანის ურთიერთობა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ. დინამიკა და პერსპექტივები“.ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა’’ 2012 წლის 30 ივნისს პრესკაფეში გამართა დისკუსია – „საქართველო ირანის ურთიერთობა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ. დინამიკა და პერსპექტივები“.

დისკუსიაზე მოხსენება გააკეთა გიორგი ლობჟანიძემ, ირანისტმა, პოეტმა, მთარგმნელმა, “კავკასიური სახლის” აღმოსავლური განყოფილების გამგემ და “ისლამური კულტურის ცენტრის” ხელმძღვანელმა.  მოდერატორი-ზვიად ქორიძე- საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე.
დისკუსია გადაიცა ლაივ სტრიმით, მისამართზე: presscafe.ge. netgazeti.ge ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ჰქონდა პირდაპირი ეთერის დროს დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (სკაიპის მისამართი: presscafe.batumi )  დისკუსიის არასრული ვერსია გამოქვეყნდა ,,გაზეთ ბათუმელებში’’.
დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“ – ფარგლებში. პროექტის მიზანია, ვისაუბროთ აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მივცეთ საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩაერთონ ამ დისკუსიებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.
პროექტის პარტნიორები: ,,გაზეთი ბათუმელები’’ და ,, ნეტგაზეთი’’
[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=8SaMx7TS2NY” width=640 height=360 ]