შეხვედრა არჩილ ხაბაძესთან

posted in: დისკუსია | 0

ხუთშაბათს, 15 ნოემბერს, ასოციაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა“ და ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა; შეხვედრა ბათუმში, 17:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.ხუთშაბათს, 15 ნოემბერს, ასოციაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა“ და ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა; შეხვედრა ბათუმში, 17:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოწვევით, დისკუსიის მოდერატორი იყო თამარ კორძაია, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.

დისკუსია გაიმართა:
• NED-ის ( დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდი) დაფინანსებული პროექტის „ დემოკრატიული იდეების განვითარების“ ფარგლებში, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სტიმულირება.
• ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, რომლის მიზანი დემოკრატიული დიალოგის ხელშეწყობა და წარმართვაა.

დისკუსია გადაიცა ლაივ სტრიმით, მისამართზე: presscafe.ge.
ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ჰქონდათ პირდაპირი ეთერის დროს დაესვათ კითხვები (სკაიპის მისამართი: presscafe.batumi )
დისკუსიის არასრული ვერსია გამოქვეყნდა ,,გაზეთ ბათუმელებში’’.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით;
თეონა დიასამიძე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი 596109110
ასლან ჭანიძე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ 593307155