16 ნოემბრის პრესრელიზი

posted in: სიახლე | 0

16 ნოემბერს, ასოციაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“, ქ.ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის პარტნიორობით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართა ღონისძიებათა ციკლი , რომლის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების და მოსწავლე ახალგაზრდების ინფორმირება.
14:00 საათზე, ქ. ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა საჯარო აქცია.

15:00 საათზე, ქ. ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დარბაზში მოეწყო კინო-ჩვენება ფილმისა – „ბეღურების გადაფრენა“, რომლის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. კინო-ჩვენებას დაესწრნენ ქ.ბათუმში არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და საჯარო სკოლის მოსწავლეები
დისკუსიას მოდერაცია გაუწია გია მასალკინმა – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ.

21:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში (საიტი http://presscafe.ge) გავიდა გადაცემა „ჩვენ ვართ ტოლერანტები“ გადაცემა „შეუზღუდავი სივრცის“ ფარგლებში.
გადაცემის მომზადების ფარგლებში, ქ.ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადდა ვიდეო გამოკითხვა, რომელიც განთავსდა საიტზე http://presscafe.ge.

გადაცემის წამყვანები: მე-16 სკოლის მოსწავლეები ხატია ზუხუბაია და ნიაზ ჩიტიძე.
სტუმრები: გია მასალკინი(აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიის თავჯდომარე) და თამთა კვარაცხელია(მე-16-ე საჯარო სკოლის დირექტორი)

ღონისძიება გაიმართა „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია,
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

16 ნოემბრის პრესრელიზი