9 დეკემბრის პრესრელიზი

posted in: სიახლე | 0

9 დეკემბერს, 12 საათზე, ბათუმში, 6 მაისის პარკში გამოფენა-გაყიდვა და კონკურსები ჩატარდება.
„ბათუმის ახალგაზრდული ცენტრში“ გაწევრიანებული სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები ატარებენ საჯარო საინფორმაციო აქციას თემაზე – „ადამიანის უფლებები“, რომელიც ეძღვნება 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა დღეს.10 დეკემბერი – „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე“
პრესრელიზი
9 დეკემბერს, 12 საათზე, ბათუმში, 6 მაისის პარკში გამოფენა-გაყიდვა და კონკურსები ჩატარდება.
„ბათუმის ახალგაზრდული ცენტრში“ გაწევრიანებული სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები ატარებენ საჯარო საინფორმაციო აქციას თემაზე – „ადამიანის უფლებები“, რომელიც ეძღვნება 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა დღეს.
დაგეგმილია, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვები, ვიქტორინა-კონკურსების ჩატარება. ასევე იგეგმება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით სხვადასხვა შეჯიბრის ჩატარება.
კონკურსის ფარგლებში გამოვლენილ გამარჯვებულებს გადაეცემათ სიმბოლური პრიზები, რომელიც დააწესეს ბათუმში მოქმედმა არასამთავრობო, კომერციულმა და საგანმანათლებლო დაწესებულებმა.

2012 წლის ნოემბრში ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე, საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტის ფარგლებში – “ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“, – ჩამოყალიბდა „ბათუმის ახლაგაზრდული ცენტრი“, რომლის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტიურობის გაზრდა (პროექტი ფინანსური მხარდაჭერი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო – USAID).