შეუზღუდავი სივრცე -საქველმოქმედო აქცია: „დავეხმაროთ მიუსაფარ ადამიანებს“

posted in: მულტიმედია | 0

აქცია – „დავეხმაროთ მიუსაფარ ადამიანებს“, პირველად ათ იანვარს გაიმართა, სადაც ჟურნალისტებმა, აჭარის მთავრობისა და სხვადასხვა სამინისტროების თანამშრომლებმა მიუსაფარი ადამიანებისთვის შემწეობა გაიღეს. 24 იანვარს, 21:00 საათზე ასოციაცია \”თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა\” გაუშვა ინტერნეტ-გადაცემა \”შეუზღუდავი სივრცე\”, რომელიც მომზადდა NED-ის (დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდი) დაფინანსებული პროექტის „ დემოკრატიული იდეების განვითარების“ ფარგლებში. რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სტიმულირება.

თემა: საქველმოქმედო აქცია: „დავეხმაროთ მიუსაფარ ადამიანებს“
წამყვანი: თამთა ნუცუბიძე
სტუმრები:ბსუ-ს სტუდენტი- ედო მჟავანაძე და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე გოჩა ჯიბლაძე.

25 იანვარს ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, სადაც უსახლკარო და მიუსაფარი ადამიანებისთვის თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეგროვდა. ასევე, ზამთარში გამოსადეგი სხვა ნივთები, შესაძლებელი იყო ფულადი დახმარების გაცემაც.

აქციაში მონაწილეობის მსურველებს შეეძლოთ 25 იანვარს, აჭარის მთავრობის სახლის წინ შეერთებოდნენ აქციას 12 საათიდან დღის სამ საათამდე. საქველმოქმედო აქციას ორგანიზებას უწევდა სტუდენტი ედო მჟავანაძე.

აქცია – „დავეხმაროთ მიუსაფარ ადამიანებს“, პირველად ათ იანვარს გაიმართა, სადაც ჟურნალისტებმა, აჭარის მთავრობისა და სხვადასხვა სამინისტროების თანამშრომლებმა მიუსაფარი ადამიანებისთვის შემწეობა გაიღეს.
მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოეხატოთ საკუთარი მოსაზრება და დაესვათ კითხვები facebook-ის გვერდის მისამართზე: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, ან skype-ს საშუალებით: presskafe.batumi