კანონპროექტი-უსკოს წევრების დანიშვნის ახალი წესი

posted in: დისკუსია | 0

14 თებერვალს, 15:00 საათზე ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა’’ პრესკაფეში გამართა დისკუსია.14 თებერვალს, 15:00 საათზე ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა’’ პრესკაფეში გამართა დისკუსია.

დისკუსიის თემა: კანონპროექტი, რომელსაც ხელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არ მოაწერა; აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის შეცვლის შესახებ; დისკუსიაზე მთავრობის პოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია;

მომხსენებლები: კანონპროექტის ინიციატორი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, დავით ბაციკაძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ქარცივაძე;
ექსპერტები: ირინე ურუშაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი;
მადონა ბერიძე „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი;
დისკუსიის მოდერატორი: ასლან ჭანიძე – თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე;

დისკუსია გადაიცა ლაივ სტრიმით, მისამართზე: presscafe.ge. netgazeti.ge ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ჰქონდა პირდაპირი ეთერის დროს დაესვათ კითხვები სკაიპის საშუალებით (სკაიპის მისამართი: presscafe.batumi )

დისკუსიის არასრული ვერსია გამოქვეყნდა ,,გაზეთ ბათუმელებში’’.

დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“ – ფარგლებში. პროექტის მიზანია, ვისაუბროთ აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მივცეთ საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩაერთონ ამ დისკუსიებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.

პროექტის პარტნიორები: ,,გაზეთი ბათუმელები’’ და ,, ნეტგაზეთი’’

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ასლან ჭანიძე – 593 307155 ( თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე)
ქეთი ადეიშვილი -592 592424 ( პროექტის ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“, მედია კოორდინატორის ასისტენტი)

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=jQ-7OcVhUCA” width=640 height=360 ]