"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ კონკურსი სტუდენტებისთვის

posted in: სიახლე | 0

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” დემოკრატიის მხარდაჭერის ნაციონალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი” ფარგლებში აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის და სკოლის XII კლასის მოსწავლეებისათვის.“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” დემოკრატიის მხარდაჭერის ნაციონალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი” ფარგლებში აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის და სკოლის XII კლასის მოსწავლეებისათვის.
შერჩეული კანდიდატები დაესწრებიან ლექციებს დემოკრატიისა და ლიბერალიზმის თემაზე, რომელსაც საზოგადოებისთვის ცნობილი პროფესიონალები გაუძღვებიან. საერთო ჯამში, 6 თვის განმავლობაში ჩატარდება 18 ლექცია-დისკუსია და განხილული იქნება ისეთი თემები როგორიცაა – ადამიანის უფლებები, მათ შორის გამოხატვის და რწმენის თავისუფლება, საკუთრების უფლება,აგრეთვე საზოგადოება და ეკონომიკური მდგომარეობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
მონაწილეები გაივლიან ტრენინგს, იმუშავებენ ჯგუფებად და თითოეული ლექციისთვის მოამზადებენ სიუჟეტებს. დისკუსიები გადაიცემა პირდაპირ ეთერში ქარტიის ვებ გვერდის qartia.org.ge -ს მეშვეობით.
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი, თუ რატომ სურს კანდიდატს ამ პროექტში მონაწილეობა, რამდენად არის დაინტერესებული ადამიანის უფლებებით, როგორ ესმის ლიბერალური ღირებულებები და ჰქონია თუ არა შეხება ამ საკითხთან.
სამოტივაციო წერილი და საკონტაქტო ინფორმაცია 25 თებერვლამდე გამოაგზავნეთ მისამართზე n_dzvelishvili@yahoo.com სათაურის ველში მიუთითეთ კონკურსის სახელწოდება
შერჩეული კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 298 22 51.
დედლაინი:
25 თებერვალი, 2013 – 18:00