დისკუსია:რა სურთ ქალებს

posted in: დისკუსია | 0

ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა’’ 2013 წლის 8 მარტს გამართა დისკუსია თემაზე: რა სურთ ქალებს საქართველოში, რისი შეცვლა შეუძლიათ მათ, არიან თუ არა ისინი საკმარისად რეალიზებულნი, კომფორტულია თუ არა მათთვის ის გარემო, რომელშიც ცხოვრობენ, როგორ იცავს კანონი მათ უფლებებს, როგორია მათი მონაწილეობა პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა ’’ 2013 წლის 8 მარტს გამართა დისკუსია.

დისკუსიის თემა: რა სურთ ქალებს საქართველოში, რისი შეცვლა შეუძლიათ მათ, არიან თუ არა ისინი საკმარისად რეალიზებულნი, კომფორტულია თუ არა მათთვის ის გარემო, რომელშიც ცხოვრობენ, როგორ იცავს კანონი მათ უფლებებს, როგორია მათი მონაწილეობა პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მომხსენებლი: ნატა იმედაიშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი
დისკუსია გადაიცა ლაივ სტრიმით, მისამართზე: presscafe.ge. netgazeti.ge ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ჰქონდა პირდაპიrი ეთერის დროს დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (სკაიპის მისამართი: presscafe.batumi )
დისკუსიის არასრული ვერსია გამოქვეყნდა ,,გაზეთ ბათუმელებში’’.
დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“ – ფარგლებში. პროექტის მიზანია, ვისაუბროთ აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მივცეთ საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩაერთონ ამ დისკუსიებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.

პროექტის პარტნიორები: ,,გაზეთი ბათუმელები’’ და ,, ნეტგაზეთი’’
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ასლან ჭანიძე – 593 307155 ( თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე)
ქეთი ადეიშვილი -592 592424 ( პროექტის ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“, მედია კოორდინატორის ასისტენტი)