დისკუსია-რა შეიცვალა არჩევნების შემდეგ ჟურნალისტებისთვის

posted in: დისკუსია | 0

ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა’’ 2013 წლის 16 მარტს, 15 საათზე ჩაატარა დისკუსია თემაზე : რა შეიცვალა არჩევნების შემდეგ ჟურნალისტებისთვის.ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა’’ 2013 წლის 16 მარტს, 15 საათზე ჩაატარა დისკუსია თემაზე : რა შეიცვალა არჩევნების შემდეგ ჟურნალისტებისთვის.

როგორი მდგომარეობაა აჭარაში საჯარო ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. ცვლილებები ტელევიზიებში და რეგიონული მედიის წინაშე დღეს არსებული სირთულეები.

მომხსენებელი: ეთერ თურაძე, გაზეთ „ ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი.

დისკუსია გადაიცა ლაივ სტრიმით, მისამართზე: presscafe.ge. netgazeti.ge ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ჰქონდა პირდაპირი ეთერის დროს დაესვანნ კითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (სკაიპის მისამართი: presscafe.batumi )

დისკუსიის არასრული ვერსია გამოქვეყნდა ,,გაზეთ ბათუმელებში’’.

დისკუსია დაიწყება 15.00 საათზე

მისამართი: ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 1/2

დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“ – ფარგლებში. პროექტის მიზანია, ვისაუბროთ აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მივცეთ საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩაერთონ ამ დისკუსიებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.

პროექტის პარტნიორები: ,,გაზეთი ბათუმელები’’ და ,, ნეტგაზეთი’’

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

ასლან ჭანიძე – 593 307155 ( თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე)

ქეთი ადეიშვილი -592 592424 ( პროექტის ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“, მედია კოორდინატორის ასისტენტი)