თვითმართველობის არჩევნები ბსუ-ში

posted in: დისკუსია | 0

ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა’’ 2013 წლის 22 მარტს, 12:00 საათზე პრესკაფეში გამართა დისკუსია თემაზე: თვითმართველობის არჩევნები ბსუ-შიასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა’’ 2013 წლის 22 მარტს, 12:00 საათზე პრესკაფეში გამართა დისკუსია.

დისკუსიის თემა: თვითმართველობის არჩევნები ბსუ-ში
10 აპრილს ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმართველობის არჩევნები ტარდება.
თვითმართველობის თავმჯდომარის მომავალმა კანდიდატებმა სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს. ოთხივე კანდიდატი პრესკაფეში გამართულ დისკუსიაზე მხარდაჭერებთან ერთად შეიკრიბა.
მოდერატორი: თინათინ მირცხულავა- ბსუ სტუდენტი
დისკუსია გადაიცა ლაივ სტრიმით, მისამართზე: presscafe.ge. netgazeti.ge ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ჰქონდათ პირდაპირი ეთერის დროს დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (სკაიპის მისამართი: presscafe.batumi )

დისკუსიის არასრული ვერსია გამოქვეყნდება ,,გაზეთ ბათუმელებში’’.
მისამართი: ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 1/2

დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“ – ფარგლებში. პროექტის მიზანია, ვისაუბროთ აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მივცეთ საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩაერთონ ამ დისკუსიებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.

პროექტის პარტნიორები: ,,გაზეთი ბათუმელები’’ და ,, ნეტგაზეთი’’

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ასლან ჭანიძე – 593 307155 ( თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე)
ქეთი ადეიშვილი -592 592424 ( პროექტის ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“, მედია კოორდინატორის ასისტენტი)