ჟურნალ National Geographic საქართველოს პრეზენტაცია

აშშ გეოგრაფიული საზოგადოების (National Geographic Society) 125-ე საიუბილეო წლის
აღსანიშნავად, National Geographic საქართველო იწყებს პრეზენტაციების ციკლს საქართველოს
მასშტაბით და გიწვევთ შეხვედრაზე რომელიც გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წლის 11 აპრილს 13:00 საათზე.აშშ გეოგრაფიული საზოგადოების (National Geographic Society) 125-ე საიუბილეო წლის
აღსანიშნავად, National Geographic საქართველო იწყებს პრეზენტაციების ციკლს საქართველოს
მასშტაბით. იგეგმება ჟურნალის პრეზენტაცია და აშშ გეოგრაფიული საზოგადოების
საქმიანობის
გაცნობა დაინტერესებული
აუდიტორიისათვის, ასევე ადგილობრივ
მოსახლეობასა და სტუდენტებთან უფრო მჭიდრო კონტაქტების დამყარება და საზოგადოების
საქმიანობაში დაინტერესებული ჯგუფების ჩართვა (მათ შორის ჟურნალის გავრცელების
საქმეში).

შეხვედრა გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში,
ნინოშვილის ქ. 35, 2013 წლის 11 აპრილს, 13:00 საათზე.

აშშ ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება 1888 წელს დაარსდა და მსოფლიოში ერთ-ერთი
ყველაზე დიდი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომლის ინტერესის სფერო
მოიცავს გეოგრაფიას, არქეოლოგიასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ასევე, მსოფლიო
კულტურისა და ისტორიის შესწავლას. ბოლო 125 წლის განმავლობაში, საზოგადოების
დაფინანსებით არაერთი სამეცნიერო ექსპედიცია თუ კვლევითი პროექტი განხორციელდა.
სწორედ ამ საზოგადოების გრანტით გახდა შესაძლებელი საქართველოში დმანისის
ნამარხების საფუძვლიანი კვლევა და პირველი ევროპელების – ზეზვა და მზიას აღმოჩენა.

ჟურნალი National Geographic აშშ ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ოფიციალური
გამოცემაა. მისი პირველი ნომერი 1888 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ჟურნალის მთავარი
მისიაა, გაავრცელოს ცოდნა ჩვენი პლანეტის შესახებ. ჟურნალი 37 ენაზე გამოიცემა, 100-ზე
მეტ ქვეყანაში ვრცელდება და 60 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.

ქართულენოვანი გამოცემის პირველი ნომერი 2012 წლის ოქტომბერში გამოვიდა.
მიმდინარე (აპრილის) ნომერი რიგით მეშვიდეა!

საინტერესოდ დაწერილი სტატიების გარდა, ამ ჟურნალის სიმდიდრე უნიკალური
ვიზუალური მასალაცაა. National Geographic-ში საკუთარი ფოტოსა თუ სტატიის გამოქვეყნება
ყველა ფოტოგრაფის, ჟურნალისტისა თუ მეცნიერის ოცნებაა. შესაბამისად, ჟურნალის
თითოეული ნომერი ერთგვარი ხელოვნების ნიმუშია – განუმეორებელი ფოტოებით
მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

გთხოვთ გვეწვიოთ! დასწრება თავისუფალია!