მიიღე მონაწილეობა დარტსის შეჯიბრებაში და მოიგე მაღაზია „ PUMA ”- ს 100 ლარიანი ვაუჩერი.

შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ 14-18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს,„ ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს მონაწილეობა მიიღონ დარტსის შეჯიბრებაში, რომელსაც ორგანიზებას უწევს ასოციაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ „ PUMA “ – ს ფინანსური მხარდაჭერით.
შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ 14-18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს, რომელიც გაიმართება ოთხ ასაკობრივ ჯგუფში: 14-15; 15-16; 16-17; 17-18;
დარტსის ტურნირი ჩატარდება სამ ეტაპად:
პირველი ეტაპი : ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს 46 სკოლას, რომელთაგანაც შეირჩევა 23 , თითოეული სკოლიდან გამოვლინდება 4 ასაკობრივი ჯგუფი, ( 92 მოსწავლე )
მეორე ეტაპი : თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში 23 მოსწავლიდან შეირჩევა 5 მათგანი. ( საერთო ჯამში 20 )
მესამე ეტაპი: 4 ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენილ გამარჯვებულებს, პრიზის სახით გადაეცემა „ PUMA “ – ს 100 ლარიანი ვაუჩერი.

რ ე გ ი ს ტ რ ა ც ი ა :
შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველებმა ერთი კვირის ვადაში უნდა მოგვაწოდოთ თქვენი მონაცემები (სახელი გვარი; ასაკი; ტელეფონის ნომერი; საცხოვრებელი ადგილი; სკოლის დასახელება/ნომერი; პროექტი – ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.)
1. ქ. ბათუმი მემედ აბაშიძის 48,
2. ელ-ფოსტა- batumi_ijh@yahoo.com;
3. Facebook-ის გვერდი – თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
4. შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით
დარეგისტრირებაც , ნომერზე: 592 89 00 80

თამაშის წესები :
თითოეული მოთამაშე თამაშის ყოველ ხელზე ისვრის 3-ჯერ. რომელი მოთამაშეც მეტ ქულას დააგროვებს ჯამში 3 სროლის შედეგად, ის იქნება კონკრეტული ხელის გამარჯვებული.

ქცევის წესები :

მოთამაშეები ვალდებულნი არიან დაიცვან ქცევის წესები: სამიზნეში ისროლონ მითითებული ადგილიდან (სამიზნიდან 2,37 მ–ის დაშორებით). მოწინააღმდეგეს სროლის დროს არ შეუშალონ ხელი არც ფიზიკურად, არც ვერბალურად. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოხსნილი იქნებიან ტურნირიდან.

სადავო საკითხები:

ისეთი საკითხებზე, რომლებიც ამ წესებში არ არის განხილული, საბოლოო და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს ტურნირის ორგანიზატორი და ყველა მხარე ვალდებულია დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებას.

„ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ ფუნქციონირებს პროექტის ფარგლებში – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

მიიღე  მონაწილეობა  დარტსის  შეჯიბრებაში   და  მოიგე მაღაზია  „ PUMA ”- ს    100   ლარიანი   ვაუჩერი.