დისკუსია:სტუდენტური დასაქმება

posted in: დისკუსია | 0

ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა’’ 2013 წლის 27 აპრილს, 12 საათზე პრესკაფეში გამართა დისკუსია
თემაზე: სტუდენტური დასაქმებაასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა’’ 2013 წლის 27 აპრილს, 12 საათზე პრესკაფეში გამართა დისკუსია
თემაზე: სტუდენტური დასაქმება

სტუდენტების სეზონური დასაქმებისთვის ზაფხულში 12 მილიონი ლარი დაიხარჯა. რეალურად რა შედეგი მიიღო სტუდენტებმა, მაშინ როცა ისინი ზაფხულში დასვენებისას მუშაობის შეთავსებასაც ცდილობენ. რა არის სტუდენტური დასაქმების სუსტი და ძლიერი მხარეები. როგორ ზრუნავს უნივერსიტეტი იმისთვის, რომ სტუდენტები დასაქმდეს და არსებობს თუ არა სტატისტიკა რამდენმა კურსდამთავრებულმა დაიწყო მუშაობა სპეციალობით.

მომხსენებელი რევაზ ოკუჯავა ფონდი „წარმატებული და სოციალურად დაუცველის“ თავმჯდომარე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახურის უფროსი.
მოდერატორი ასლან ჭანიძე „თავისუფალლ ჟურნალისტთა სახლი“
დისკუსია გადაიცა ლაივ სტრიმით, მისამართზე: presscafe.ge. netgazeti.ge ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ჰქონდა პირდაპირი ეთერის დროს დაესვათ კითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (სკაიპის მისამართი: presscafe.batumi )

დისკუსიის არასრული ვერსია გამოქვეყნდა ,,გაზეთ ბათუმელებში’’.

დისკუსია დაიწყო 13.00 საათზე
მისამართი: ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 1/2

დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“ – ფარგლებში. პროექტის მიზანია, ვისაუბროთ აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მივცეთ საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩაერთონ ამ დისკუსიებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.

პროექტის პარტნიორები: ,,გაზეთი ბათუმელები’’ და ,, ნეტგაზეთი’’

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ასლან ჭანიძე – 593 307155 ( თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე)
ქეთი ადეიშვილი -592 592424 ( პროექტის ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“, მედია კოორდინატორის ასისტენტი)