სტუდენტური დისკუსია ქვედა ვაშლოვანში

16 ოქტომბერს, სოფელ ქვედა ვაშლოვანში გაიმართა დისკუსია რომელსაც თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისეებმა- თამარ გვარიშვილმა და ზაზა ტაკიძემ ჩაატარეს.

დისკუსიათა ციკლის მიზანია აჭარის მაღალმთიან სოფლებში ნატოსა და ევროკავშირის მიმართ არსებულ მითებზე სწორი ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრაზე იმსჯელეს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე, საქართველოს სამომავლო პერსპექტივაზე განათლების, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკის თვალსაზრისით.
მონაწილეებს გადაეცათ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწოდებული სხვადასხვა საინფორმაციო მასალა.
დისკუსიების ციკლი იმართება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და ფონდ “ნაციონალური წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) მხარდაჭერით.