სტუდენტური დისკუსია სოფელ დღვანში

28 ოქტომბერს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლაში დისკუსია გაიმართა, რომელიც ბათუმის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სტუდენტმა –  მარიამ  ცეცხლაძემ  ჩაატარა.

28 ოქტომბერს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლაში დისკუსია გაიმართა,  რომელიც ბათუმის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სტუდენტმა –  მარიამ  ცეცხლაძემ  ჩაატარა.

დისკუსიაში მონაწილეობის სურვილი ახალგაზრდების გარდა ამავე სკოლის პედაგოგებმაც გამოთქვეს.

მოხსენებელმა  ისაუბრა ნატოსა  და  ევროკავშირის შესახებ,  მათ მიზნებსა და საქმიანობაზე. შემდეგ ნაწილში კი განიხილა ის სარგებელი რასაც ქვეყანა ამ ორ ორგანიზაციაში გაწევრიანებით  მიიღებს.

დისკუსიათა ციკლის მიზანია აჭარის მაღალმთიან სოფლებში ნატოსა და ევროკავშირის მიმართ არსებულ მითებზე სწორი ინფორმაციის მიწოდება.

დისკუსიების ციკლი იმართება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრომაციო ცენტრის და ფონდ “ნაციონალური წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) მხარდაჭერით.

[kad_youtube url=”https://youtu.be/q2tIer1YScQ” width=640 height=360 ]