დისკუსია ,,მედია და საზოგადოება’’

posted in: დისკუსია | 0

ქართული მედიისადმი საზოგადოების ნდობის საკითხებს მიეძღვნება დისკუსიების ციკლი – \”მედია და საზოგადოება’’. დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება’’ – ფარგლებში31 აგვისტოს, ქართული მედიისადმი საზოგადოების ნდობის საკითხებს მიეძღვნა დისკუსიების ციკლი – ,,მედია და საზოგადოება’’.

დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება’’ – ფარგლებში. პროექტის მიზანია, ვისაუბროთ აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მივცეთ საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩაერთონ ამ დისკუსიებში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.
,,გამოხატვის თავისუფლება და ქსენოფობია\” გახლავთ პირველი სადისკუსიო თემა, რომელსაც გთავაზობთ ციკლიდან „მედია და საზოგადოება“. დისკუსიას შემოგთავაზებთ ჟურნალისტი, მედია მკვლევარი ზვიად ქორიძე. დისკუსიას მოდერაციას გაუწევს „ნეტგაზეთის“ რედაქტორი მაია მეცხვარიშვილი.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა, მედია ექსპერტებმა, სხვადასხვა რელიგიურ კონფესიათა, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, აგრეთვე სტუდენტებმა.

დისკუსია გადაიცემოდა ლაივ სტრიმით, მისამართზე: ww.presscafe.ge. და www.netgazeti.ge ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ჰქონდა პირდაპირი ეთერის დროს დაესვა კითხვები და ჩაერთულიყო დისკუსიაში სკაიპის საშუალებით.

დისკუსიის საგაზეთო ვერსია გამოქვეყნდება გაზეთი ბათუმელები #32; 05/09/2011

პროექტის პარტნიორები: ,,ტელეარხი 25’’; ,,გაზეთი ბათუმელები’’, ,, ნეტგაზეთი’’

პროექტს ახორციელებს ასოციაცია
,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი’’