დისკუსია-ლიტერატურა და სამოქალაქო საზოგადოება

posted in: დისკუსია | 0

2 ივნისს ბათუმში პრესკაფეში გაიხსნა წიგნების გამოფენა – გაყიდვის კვირეული. 14:00 საათზე პრესკაფეში გაიმართა დისკუსია – ლიტერატურა და სამოქალაქო საზოგადოება  დათო ტურაშვილის  მონაწილეობით. 2 ივნისს ბათუმში პრესკაფეში გაიხსნა წიგნების გამოფენა – გაყიდვის კვირეული.
კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა გამომცემლობის ახალი წიგნები განსაკუთრებული ფასდაკლებით გაიყიდა.
გამოფენა -გაყიდვა ყოველ დღეს ქალაქის სხვადასხვა ადგილებში 15:00 – საათიდან დაიწყო.
2 ივნისი – პრესკაფეს წინ სკვერი;
აქციის ფარგლებში, 2 ივნისს 14:00 საათზე პრესკაფეში გაიმართა დისკუსია – ლიტერატურა და სამოქალაქო საზოგადოება. დისკუსიას მოდერაცია გაუწია მწერალმა დათო ტურაშვილმა.

3 ივნისი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის სკვერი (მ. აბაშიძის გამზირი)
4 ივნისი – უნივერსიტეტის წინ, ბულვარში.
5 ივნისი – „პივზავოდის“ უბანი – ინასარიძის ქუჩა, სკვერი.
5 ივნისი – ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოს მდებარე სკვერი.
6 ივნისი – 6 მაისის პარკი
გამოფენა – გაყიდვის კვირეული  პრესკაფეში 7 ივნისს 20:00 საათზე გიორგი ხასაიამ (ირიბი მოქმედების კიბერ – თეატრი) დახურა.

გამოფენა-გაყიდვის კვირეულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდა პრესკაფეს ფეისბუქის გვერდზე. (ფეისბუქში ქართული შრიფტით აკრიფეთ: პრესკაფე და სადისკუსიო კლუბი ბათუმში, მოიწონეთ გვერდი და მიიღებთ განახლებულ ინფორმაციას). გთხოვთ დარეგისტრირდეთ და მოგვწეროთ თქვენი სურვილები, რა წიგნები გინდათ შეიძინოთ გამოფენა-გაყიდვის კვირეულზე.
გამოფენა – გაყიდვის კვირეული ტარდება „პრესკაფეს“ ორგანიზებით .
აქციის პარტნიორები არიან : ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი’’ (ამერიკული ორგანიზაციის NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“ ფარგლებში.)
და გაზეთი ბათუმელები/netgazeti.ge ( ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს დაფინანსებული პროექტის – ,,პრესის განვითარება აჭარაში’’ ფარგლებში)

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით :
მის.: ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 2/1
საკონტაქტო პირი: მზია ამაღლობელი
მობ.: 577456336

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=KUX2FsKcmu4″ width=640 height=360 ]