დემოკრატიული მმართველობა საქართველოში

4 ივნისი  „პრესკაფეში“ მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრის მიზანი საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის პროექტის და სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის კანონპროექტის განხილვაა;3, 4 და 5ივნისი თვითმმართველობის რეფორმის მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრები ლანჩხუთში, ბათუმსა და ოზურგეთში მართავენ გასვლით შეხვედრებს მოსახლეობასთან, არასამთვრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლებთან. შეხვედრები „ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭოს ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ეწყობა.
3 ივნისი 15:00 საათზე ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან. შეხვედრის მიზანი მოსახლეობასთან „სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის“ კანონპროექტი იქნება, სადაც საბჭოს წარმომადგენლები კანონპროექტის შესახებ მოსაზრებებს და შენიშვნებს უშუალოდ სოფლების მოსახლეობისგან მოისმენენ.
4 და 5 ივნისი შეხვედრები დაგეგმილია ბათუმში. 4 ივნისი 11:00 საათზე „პრესკაფეში“ მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრის მიზანი საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის პროექტის და სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის კანონპროექტის განხილვაა;
4 ივნისი 14:00 საათზე შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში აჭარის უზენაესი საბჭოს წარმომადგენლებთან გაიმართება. შეხვედრის თემა – საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის პროექტი და დეცენტრალიზაციის სტრატეგია იქნება. შეხვედრაზე მხარეები ასევე განიხილავენ აჭარის უზენაესი საბჭოსა და თვითმმართველობის რეფორმის მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს თანამშრომლობის ფორმებს.
5 ივნისი 11:00 საათზე დაგეგმილია შეხვედრა ბათუმში, მთავრობის სახლში, სადაც საბჭოს წარმომადგენლები აჭარის მთავრობას საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის ახალი პროექტს გააცნობენ და მათ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს მოისმენენ.
5 ივნისი 16:00 საათზე შეხვედრა გაიმართება ოზურგეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრა ჩატარდება ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც თვითმმართველობის საბჭოს წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს საბჭოს საქმიანობას გააცნობენ და საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის ახალ პროექტზე იმსჯელებენ .
პროექტი ხორცილედბა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მართვის საერთაშორისო სისტემების (MSI- Management Systems International) მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს ფონდი \’ღია საზოგადოება-საქართველო\’.

დემოკრატიული მმართველობა საქართველოში