BIAFF 2011 კინოფესტივალის სარეკლამო კლიპის პრეზენტაცია

posted in: სიახლე | 0

BIAFF 2011 კინოფესტივალის სარეკლამო კლიპის პრეზენტაციასაავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი იწვევს მედიის წარმომადგენელებს და დაინტერესებულ პირებს BIAFF 2011 კინოფესტივალის სარეკლამო კლიპის პრეზენტაციაზე.
პრეზენტაციის დრო: 5 სექტემბერს, 13.00 სთ

კლიპის პრეზენტაციის გარდა, წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია კინოფესტივალის პროგრამის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ბათუმის საავტორო ფილმების მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება 2011 წლის 17-24 სექტემბერს.

კინოფესტივალის ორგანიზატორი – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია. კინოფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტიშ კაუნსილი, აშშ საელჩო. კინოფესტივალის გენერალური მედია პარტნიორი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

­­­ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

– ელ.ფოსტა – info@biaff.org
– ტელ: 599 – 482181

სიახლეები კინოფესტივალის შესახებ პერიოდულად დაიდება კინოფესტივალის ვებ-გვერდზე (www.biaff.org) და ასევე კინოფესტივალის FACEBOOK გვერდზეც – www.facebook.com/BIAFFBATUMI, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრიანება და სიახლეების მიღება.